Tuesday, November 29, 2016

სასწავლო პროექტის მიზნები




          მოსწავლეები შეძლებენ:
  • ინფორმაციის მოპოვებას ბანკებიდან ანაბრების კატეგორიების შესახებ,  როგორც  ლართან, ასევე დოლართან მიმართებაში; 
  •  მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიკაციას;   
  •   მიღებული შედეგების ირგვლივ მსჯელობას, ანალიზს  და შედარებას;   
  •   შედარების საფუძველზე დასკვნის გამოტანას, თუ რომელი    კატეგორიის ანაბარი და    რომელი ვალუტა მოგვცემს მეტ სარგებელს; 
  •  პრეზენტაციის მომზადებას და აუდიტორიის წინაშე წარდგენას;

Sunday, November 27, 2016

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები


     

  
  •     არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
  • ·    ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის   გადასაჭრელად.
  • ·    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება.
  • ·         დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
  • ·         დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე
  • ·         ადეკვატურად და პრიორიტეტულად თანამშრომლობა

Saturday, November 26, 2016

მეორე დღის რეფლექსია

 ტრენინგზე ჩამოვაყალიბეთ პროექტით სწავლების იდეები საგნების მიხედვით და მოვისმინეთ ერთმანეთისა და ტრენერის რეკომენდაციები. ვისწავლეთ ბროშურის დასამზადებლად ფურცლის დაყოფა ნაწილებად და თითოეული ნაწილი როგორ უნდა შევავსოთ. მივიღეთ დავალება - ბროშურის დამთავრება.

Friday, November 25, 2016

სტანდარტები

VIII - 2.  მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა
                ხერხით შესრულება.
  • იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან; 
  • შეუძლია რიცხვის პოვნა მისი პროცენტით ან ნაწილით;
  • პოულობს მოცემული როცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
  • აფასებს რაციონალურ  რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შედეგს;
  • ადარებს რაციონალურ რიცხვებს.




                

                                     ვენდოთ თუ არა ბანკების შემოთავაზებებს?
          საქართველოში საკმაოდ მომავლდა კერძო თუ სახელმწიფო ბანკების რაოდენობა და ერთმანეთის კონკურენციის მიზნით მოსახლეობას სთავაზობენ დაბალპროცენტიან სესხებს, მაღალპროცენტიან ანაბრებს და კიდევ სხვადასხვა სახის მომსახურებას. რომელია მათგან უმჯობესი?
          მოსწავლეები გამოიკვლევენ ერთ-ერთი  კონკრეტული  ბანკის შემოთავაზებას, მოიპოვებენ  ინფორმაციას სხვადასხვა სახის ანაბრების შესახებ როგორც ლართან, ასევე დოლართან მიმართებაში,  ჩაატარებენ შესაბამის  მათემატიკურ გამოთვლებს, დაახარისხებენ  და გაანალიზებენ თითოეულ მათგანს,  შეადარებენ ერთმანეთს , იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნას, თუ რომელი კატეგორიის ანაბარზე და რომელი ვალუტით იქნება შესაძლებელი მეტი სარგებლის მიღება. მიღებულ შედეგებს განათავსებენ ბლოგზე და გააკეთებენ პრეზენტაციას.