Friday, December 16, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს დამთავრდა უაღრესად საინტერესო და საჭირო ტრენინგი. თითოეულმა წევრმა გავაკეთეთ საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაცია და კოლეგებისაგან მივიღეთ შეფასებები და შენიშვნები

Sunday, December 11, 2016

მერვე დღის რეფლექსია.

ტრენინგი თანდათან დასასრულს უახლოვდება და ჩვენი ცოდნის არიალიც ფართოვდება. დღეს შევავსეთ  კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გავაზიარეთ. შევავსეთ ინფორმაცია "ჩემ შესახებ", დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება, რომელსაც სახლში დავამთავრებთ.

Saturday, December 10, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია.

დღევანდელი დღე, როგორც ყველა დანარჩენი, დატვირთული  და საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ საშინაო დავალება, მოსწავლის სავარაუდო პროექტი, რაზედაც მივიღეთ ტრენერისა და მსმენელებისაგან შენიშვნები და რეკომენდაციები.  განვიხილეთ და დავიწყეთ შევსება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ცხრილისა და აგრეთვე გავიხსენეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა. ბრავო, ქალბატონი ლალის ენერგიულობასა და ნიჭიერებას!

Thursday, December 8, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული. გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას და შაბლონს. აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს და რაც მთავარია დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.  ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე.

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, December 4, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

მე-5 დღეს შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და მივიღეთ საშინაო დავალება